სიახლეები

15 თებერვალი, 2021

ვაშინგტონის გზავნილები


ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და პირიქით, ეს პატარა ქვეყანა აშშ-ის ყველაზე საიმედო დემოკრატიული მოკავშირეა ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში და ამ ფაქტს, რომ საქართველო და აშშ სანდო და საიმედო მოკავშირეები არიან, ამერიკელი დიპლომატების მიერ ამ ბოლო დროს არაერთხელ გაკეთებული განცხადებებიც ცხადყოფს.

გასულ კვირას ვაშინგტონის პირველი პირებისგან  საგულისხმო  გზავნილები გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონ ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ რუსეთი პასუხს აგებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებზე. საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სერგეი ლავროვს ასევე საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია შეახსენა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გაფრთხილება რუსეთს ჯო ბაიდენმაც მისცა. ამერიკის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს კარგად აუხსნა, რომ შეერთებული შტატები თვალს აღარ დახუჭავდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე.

პარალელურად,  საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, კონგრესმენი ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი აშშ-ს წარმომადგენლობით  პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ავტორებად წარსდგნენ.

დოკუმენტი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის აგრძელებს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, ვინაიდან მისი სახელმწიფოებრიობა ეფუძნება დემოკრატიულ ღირებულებებს. ამერიკის კონგრესმენების მიერ წარდგენილი აქტი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ აშშ-ს პოზიცია ურყევია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გმობს რეგიონში რუსეთის აგრესიას.  

საქართველოს მხარდაჭერის აქტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში,  სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში  რუსეთი იწვევს არეულობას და სერიოზულად არღვევს ადამიანის  უფლებებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  რუსული ძალები განაგრძობენ  ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ  მცხოვრები მოსახლეობის შევიწროებასა და იძულებით გადადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას ხელყოფენ.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე  რუსეთის შეჭრიდან  12   წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის   ძირითადი  უფლებების  დარღვევის პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა  დემოკრატიის განვითარებისთვის და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისათვის“, – აღნიშნავს საქართველოს  მეგობართა ჯგუფის  თანათავმჯდომარე, ადამ კინგინზერი.

თავის მხრივ, კონგრესმენი ჯერი კონოლი განაცხადებს, რომ კვლავ სიამაყით  წარადგინა საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი, რომელიც მისი განმარტებით, განამტკიცებს აშშ-სა და საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად სასიცოცხლო ურთიერთობას მსოფლიოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეგიონში.  

შეგახსენებთ, რომ მსგავსი დოკუმენტი –  საქართველოს მხარდაჭერის  აქტი  წარმომადგენელთა პალატამ  ერთ წლის წინაც,  2019 წლის 22 ოქტომბერს მიიღო.

„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ  თავისუფლების  ფრონტის ხაზზე დგას“, -წერს ამერიკელი კონგრესმენი.

წარმომადგენლობით პალატაში  საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტის წარდგენის ფაქტს  კონგრესმენი  ადამ კინზინგერი  სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

21 ნოემბერი, 2024

ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრში აფხაზეთის ა/რ...

ვრცლად

Item 1

21 ნოემბერი, 2024

თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში აფხაზი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა

ვრცლად

Item 1

21 ნოემბერი, 2024

ლევან მგალობლიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ვრცლად