სიახლეები

16 მარტი, 2021

წარმატებული ვარ თუნდაც იმიტომ, რომ მოვიპოვე უფლება ვიყო ისეთი, როგორიც ვარ – სოფო ხორგუანი


სოფო ხორგუანი პროფესიით იურისტია. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტი წლებია უკვე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წარმატებით მოღვაწეობს.

წლების წინ, საკუთარი კომპანიაც  ,,7Z’’ დააფუძნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. საკონსულტაციო კომპანია ათ წელზე მეტია დევნილთა უფლებების დაცვაზე აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით არაერთი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. სოფო ხორგუანი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მრავალ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობდა, იყო სახალხო დამცველის მოადგილე.

მუშაობდა ასევე გაერთიანებული ერების დამკვირვებელთა საქართველოს მისიაში(UNOMIG)  ჯერ მედიაკონსულტანტად, შემდგომ კი ანალიტიკოსად.  ეწეოდა ჟურნალისტურ საქმინობასაც, არის European University EurAka Switzerland-ის დოქტორანტი.

უფლებადამცველი ,,კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიულ მეთოდებზე’’ და რეგიონალური  პოლიტიკის  შესახებ განხორციელებული არაერთი საინტერესო პროექტის  მონაწილეა. აქტიურად მონაწილეობს  ,,ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის მიხედვით’’ ჩატარებულ სხვადასხვა დონის აქტუალურ შეხვედრებში, მათ შორის  სამართლებრივ საკითხებსა და იძულებით გადადგილებული პირების უფლებრივ მდგომარეობაზე.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

04 დეკემბერი, 2025

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის საზოგადოებრივ საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ვრცლად

Item 1

03 დეკემბერი, 2025

"ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, დეოკუპაციის საკითხთან"...

ვრცლად

Item 1

02 დეკემბერი, 2025

წმ.მღვდელმთავარ გაბრიელ (ქიქოძის) დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაი...

ვრცლად