სიახლეები

22 მარტი, 2021

ICA.ge და ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის ერთობლივი პროექტი


ICA.ge და ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის ერთობლივი პროექტი  დასრულდა. პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, ორგანიზატორებმა გამარჯვებულები გამოავლინეს. მოზარდებს ICA-მ და ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიამ სპეციალური საჩუქრები გადასცეს, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა სათამაშოების მაღაზია „ჭიტას”, გამომცემლობებს: „არტანუჯი” და „ინტელექტი” და „აგროჰაბს”.

პროექტის ფარგლებში დევნილ მოზარდებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვებს, ერთი თვის განმავლობაში მხატვრული ტანვარჯიშის ვიდეო-გაკვეთილებს სთავაზობდნენ. 

პროექტის ბოლოს კი, ბავშვებს საშუალება ჰქონდათ ვიდეო-გაკვეთილებიდან შესწავლილი მხატვრული ტანვარჯიშის ილეთები შეესრულებინათ და ვიდეოები აეტვირთათ. 

პროექტი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება მიზნად ისახავდა  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, პანდემიისაგან გამოწვეული შენელებული ცხოვრების რიტმის გააქტიურებას და ბავშვებისათვის მხატვრული ტანვარჯიშის საბაზისო უნარ-ჩვევების სწავლებას.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

07 ოქტომბერი, 2026

სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის" გლდანის ფილიალში დევნილი მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო აქ...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად