სიახლეები

09 ივლისი, 2021

წარმატების STORY – მარიამ აქუბარდია


მარიამ აქუბარდია მხატვარია აფხაზეთიდან. საკუთარ ბიოგრაფიასა და ამჟამინდელ საქმიანობაზე თავად მოკრძალებულად გვიყვება, თუმცა ნამუშევრების ხილვისას დარწმუნდებით, რომ მათზე მოკრძალებით საუბარი საკმაოდ რთულია.

მარიამი დღეს კომიქსებზე “6200” მუშაობს. მინისერიების მთავარი ისტორია მხატვრის წარსულში იმალება და ბავშვობის მძიმე მოგონებების ილუსტრაციას წარმოადგენს.

ავტორი ერთი მხრივ პირად, ხოლო მეორე მხრივ სხვა დევნილი ოჯახების ისტორიას ყვება და მიაჩნია, რომ ეს ისტორიული მახსოვრობა არ უნდა დაიკარგოს. კომიქსები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მკითხველებში.

მარიამი მხატვარია, მისი ტილოების განსაკუთრებული ესთეტიკით გამოირჩევა. მხატვრის ბოლო გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები საშუალებას გვაძლევს აფხაზეთის ომამდელ წარსულში ვიმოგზაუროთ, სურათები ნოსტალგიური, მინიმალისტური და მაღალკულტურულია. თბილი და ბაცი ფერების კომბინაცია კი მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს გვიქმნის.

მარიამი ამჟამად კომიქსის მომდევნო მინისერიის გამოშვებაზე მუშაობს, ამავე დროს მისი სურათები The why not gallery – შია გამოფენილი. დამთვალიერებელს კი, აგვისტომდე შეუძლია ესტუმროს, წარსულში გადაეშვას და ნამუშევრების ესთეტიკით დატკბეს გალერეაში, რომელიც თბილისში, დ.აღმაშენებლის 150-ში მდებარეობს.

მარიამ აქუბარდია, ახალგაზრდა არტისტი სამშვიდობო გზავნილს ავრცელებს აფხაზეთში მცხოვრები თანატოლებისათვის და მიიჩნევს, რომ მის პროფესიას შერიგების პროცესში ერთ-ერთ მთავარი როლი შეუძლია ითამაშოს.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

16 სექტემბერი, 2025

აფხაზეთის მთავრობის წევრები ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყ...

ვრცლად

Item 1

15 სექტემბერი, 2025

ზუგდიდში საპატიო ზუგდიდელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ვრცლად

Item 1

15 სექტემბერი, 2025

ბათუმში საერთაშორისო სპორტული ფილმების ფესტივალი ჩატარდა

ვრცლად