სიახლეები

24 სექტემბერი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა


➡️აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰიონდუ კიმს შეხვდა.

 

➡️გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ა.რ მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ელჩს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი გამოწვევები გააცნო.

 

➡️გიორგი ჯინჭარაძემ კორეელ დიპლომატს მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

09 ნოემბერი, 2026

ჰამბურგში, ლეგენდარულ ელბფილამონიაში ანსამბლ "შავნაბადას" მეორე კონცერტი გაიმართა

ვრცლად

Item 1

09 ნოემბერი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე გერმანიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

06 ნოემბერი, 2026

სიმპოზიუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ვრცლად