სიახლეები

05 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა. რ მთავრობის თავმჯდომარე სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს შეხვდა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს შეხვდა.

 

➡️გიორგი ჯინჭარაძემ მსოფლიო პატრიარქს მადლობა გადაუხადა დევნილი ბავშვების მხარდაჭერისა და კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში, მათი მასპინძლობისთვის.

 

➡️შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის საკითხები, ასევე აფხაზეთში მართლმადიდებლური ტაძრებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობა.

 

➡️მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

03 სექტემბერი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის განცხადება

ვრცლად

Item 1

02 სექტემბერი, 2026

დაურ ბუავა უკანასკნელ გზაზე გააცილეს

ვრცლად

Item 1

31 აგვისტო, 2026

ზუგდიდში ფილმის "ინგირს მელე" ჩვენება და მრავალშვილიანი დედების დაჯილდოება გაიმართა

ვრცლად