აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
14 დეკემბერი, 2021
წარმატების STORY-გოგიტა არქანია
გოგიტა არქანიას ცხოვრებაში კარატე ბავშვობიდან იწყება და დღემდე აქტიურად გრძელდება. ჩვენთან საუბარში იგი აღნიშნავს, რომ სპორტი და კონკრეტულად კარატე მისთვის ყველაფერია, სპორტის მეშვეობით მან შეიძინა ოჯახი. მისი მეუღლეც კარატისტია და ასე ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ჯანსაღ ახალგაზრდობასაც ზრდიან.
გოგიტას სახელზე დღეს არაერთი გამარჯვებაა ასახული, მისთვის ყველა ტიტული გამორჩეულია და განსხვავებული დატვირთვა აქვს. განსაკუთრებული წარმატება საკუთარ თავსა და მის ქვეყანას 2014 წელს ბერლინში მოუტანა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სულ ახლახან, 2021 წელს კი დუბაის მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე განსხვავებულ წონაში ისევ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, ეს გამარჯვება კი უპრეცედენტო იყო.
გოგიტა აგრძელებს კარიერას და ჯერ გაჩერებას არ აპირებს, ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი ახლა ოლიმპიური ოქროს მოპოვებაა. გოგიტა არქანია გარდა იმისა, რომ აქტიურად ვარჯიშობს და მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკურ მონაცემებს, ასევე ახალგაზრდა კარატისტებს ამზადებს, და აღნიშნავს, რომ სურს მისი მოსწავლეები მასზე ტიტულიანნი იყვნენ.
გოგიტას განსაკუთრებული გრძნობა ეუფლება მაშინ, როდესაც გამარჯვების დროშა მაღლა აღიმართება და საქართველოს ჰიმნი ირთვება. და ამ დროს ყოველთვის ახსოვს, თუ საიდან არის: აფხაზეთი, ოჩამჩირის რაიონი – ასე ეცნობა იგი მის კოლეგებსა და სპორტულ საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყნებში. მისი მესიჯი ენგურს გაღმაც მოსახლეობისთვისაც ასეთია: უნდა ვიმეგობროთ და აღვადგინოთ ურთიერთობები. მისივე თქმით სპორტი ეს არის ყველაზე საუკეთესო საშუალება გლობალური მშვიდობის მშენებლობისთვის.
მსგავსი სიახლეები
01 ივლისი, 2026
გონიოს ციხეში ქართული ენისა და ეროვნული იდენტობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
01 ივლისი, 2026
ოზურგეთში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
01 ივლისი, 2026
პოეტის და საზოგადო მოღვაწის ნაირა მარშანიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება