სიახლეები

16 დეკემბერი, 2021

ილორის წმინდა გიორგის ხატი


 

საქართველოში არაერთი ხატია შემორჩენილი გასული საუკუნეებიდან. ყოველი მათგანი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. მათ გაუძლეს დროს და მტრის შემოსევებს. ხატი ქრისტიანული სამყაროსათვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია და მას განსაკუთრებული პატივით ეპყრობიან. ერთ-ერთი ძვირფასი ხატი, რომელიც დღეს ისტორიამ შემოგვინახა, ქალაქ ზუგდიდში დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში ინახება. ეს ილორის წმინდა გიორგის ხატია.

ილორის წმინდა გიორგის ხატი სამფრთიანი დასაკეცი ფორმისაა, მის წინა ნაწილზე გამოსახულია წმინდა დიმიტრი და წმინდა თეოდორე ხოლო ცენტრალურ ნაწილში ფეხზე მდგომ წმინდა გიორგის ვხვდებით, რომელიც საომარ სამოსშია გამოწყობილი. წმინდა გიორგის მარჯვენა მხარეს, ვედრების პოზაში გამოსახულია ბედიელი მიტროპოლიტი კირილე ჟუანისძე. აღსანიშნავია, რომ ყოველ გამოსახულებას თან ახლავს წარწერა. ასევე ხატის ლუსკუმაზე ვხვდებით 15 სტრიქონიან ასომთავრულ წარწერას, რომელიც ბედიელ მიტროპოლიტზე გვიყვება. წარწერაში ხაზგასმულია ის ფაქტი რომ, კირილე ჟუანისძემ, ეს ხატი ილორის ტაძარს შესწირა. აღნიშნულ წარწერაში ოდიშის მთავარსაც ვხვდებით, გიორგი მესამე დადიანს და მის მეუღლეს თამარს.

ხატზე გამოსახული თემატიკა არის ქართულ სინამდვილესთან დაკავშირებული და კონკრეტულად იმ ცერემონიალს უკავშირდება, რომელსაც გიორგობის დღეს ილორში აღნიშნავდნენ.ეს კიდევ უფრო უსვამს ხაზს ხატის ორიგინალურობასა და მნიშვნელობაზე. ხატი სასწაულთმოქმედია და ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

24 ნოემბერი, 2025

აფხაზეთის შემოქმედებითი კავშირის წევრი მხატვრების ნახატების გამოფენა „აფხაზეთი ფერებში“ გაიმართა

ვრცლად

Item 1

21 ნოემბერი, 2025

"გზა შინისაკენ" ორგანიზებით საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2025

უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს

ვრცლად