სიახლეები

18 იანვარი, 2022

ილორის ეკლესია


ილორის წმინდა გიორგის ეკლესია თარიღდება XI საუკუნით. იგი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სალოცავია. ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერებს უაღრესად დიდი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი მნიშვნელობა აქვს ქართული დამწერლობის განვითარების, ილორის ეკლესიის ისტორიისა და ზოგადად, საქართველოს ისტორიის კვლევისათვის. საგულისხმოა, რომ ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერებში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე საფეხური: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.

2010 წელს, რუსმა ოკუპანტებმა მე-11 საუკუნის ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს და ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მთლიანად, ხოლო შიდა კედლები ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს, აღმოსავლეთის მხარე კი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად გადალესეს.

2014 წლიდან დღემდე, ილორის ეკლესიის მიმართ გრძელდება ვანდალიზმის ფაქტები. ილორის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

23 მაისი, 2026

23 მაისს აფხაზეთობისა და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნა

ვრცლად

Item 1

23 მაისი, 2026

„ბაზარი ორბელიანზე“ „აფხაზეთობა 2026“-ის ფარგლებში გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

ვრცლად

Item 1

23 მაისი, 2026

2026 წლის ბიუჯეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება

ვრცლად