სიახლეები

05 თებერვალი, 2022

წარმატების STORY-ირაკლი პაპასქუა


მედიცინის დოქტორი ირაკლი პაპასქუა, გარდა ქირურგიული საქმიანობისა, სხვადასხვა სოციალურ აქტივობებსაც ეწევა, მათ შორის ხშირად იმყოფება საქმიანი ვიზით აფხაზეთში, სადაც განურჩევლად ეროვნებისა სამედიცინო დახმარებას უწევს ხალხს.

ირაკლი პაპასქუა დღეს „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ გუნდის წევრი და ამავე ჰოსპიტლის მამოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია. მისი რეზიუმე საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა, ის ქირურგი-ფლებოლოგი, ონკოლოგ-მამოლოგი და ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტია. ახალგაზრდა ექიმი საქართველოს ანგიოქირურგთა ასოციაციის მოქმედი წევრია და ასევე ფლებოლოგთა, ონკოლოგთა, კოსმეტოლოგიისა და პლასტიკური ქირურგიის ასოციაციების მოქმედი წევრი. ირაკლი პაპასქუა განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტია, რომელიც მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მას აქვს გავლილი კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ონკოლოგიაში, ზოგად ქირურგიაში და ასევე ესთეტიკურ მედიცინაში.

ირაკლი პაპასქუა წარმატების ფორმულა მარტივია: სწავლა და დაუღალავი შრომა.

https://youtu.be/gCa6mw7y0P4

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

19 ოქტომბერი, 2026

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ვრცლად

Item 1

17 ოქტომბერი, 2026

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების ახალი პროგრამა 19 ოქტომბერს დაიწყება

ვრცლად

Item 1

15 ოქტომბერი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ვრცლად