სიახლეები

13 მარტი, 2022

თეა თორდია მედიცინის როლზე კონფლიქტის მოგვარების პროცესში


საინტერესო ბიოგრაფიისა და მრავალწლიანი გამოცდილების ექიმი, თეა თორდია 2021 წლიდან American Hospital Tbilisi-ს გუნდს შეუერთდა და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ  სამედიცინო დაწესებულებაში ექოლაბორატორიას ხელმძღვანელობს. ის წარმატებული კარდიოლოგია. ექიმების გარემოცვაში გაზრდილს, ამ პროფესიის გარდა სხვაზე არც უოცნებია. თეა თორდია თვლის, რომ ექიმის პროფესია მუდმივ განვითარებასა და პაციენტების მიმართ ემპათიას გულისხმობს, რაც ასევე საკუთარი ცხოვრებისა წესად აქცია. თეამ, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არაერთხელ გაიარა პოსტდიპლომური სწავლებები და პრაქტიკა საზღვარგარეთ, მათ შორის, ისრაელში – რეზიდენტურა ექოკარდიოგრაფიის განხრით. იგი ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის, ESC-ის წევრიც გახლავთ.

“ქალი ძლიერია მაშინ, როცა ის  საზოგადოებას სჭირდება  და მისი შრომა სასარგებლოა ადამიანებისთვის.”

წარმატებული ექიმი აფხაზეთიდან თვლის, რომ მედიცინას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის პროცესში.

“მე იმ პროფესიის წარმომადგენელი ვარ, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს მშვიდობის დამყარების  პროცესში.”

https://youtu.be/aMHnXYNGsJE

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

11 ნოემბერი, 2026

უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს

ვრცლად

Item 1

11 ნოემბერი, 2026

10 000-ლარიანი კომპენსაცია დევნილებისთვის- ინტერვიუ დავით კაიკაციშვილთან

ვრცლად

Item 1

09 ნოემბერი, 2026

ჰამბურგში, ლეგენდარულ ელბფილამონიაში ანსამბლ "შავნაბადას" მეორე კონცერტი გაიმართა

ვრცლად