სიახლეები

25 მარტი, 2022

შარვაშიძეების სასახლე


შარვაშიძეების სასახლე მდებარეობს გუდაუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხნში,  ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მიმდებარედ. თავდაპირველად სასახლე ორსართულიანი იყო და აგებული ყოფილა სხვადასხვა მასალით. კედლების წყობაში რამდენიმე სამშენებლო ფენა შეიმჩნევა. ამასთანავე, უფრო ძველი აგებულია კირქვის ფილებით XVI-XVII საუკუნეებში XIX საუკუნეში სასახლე გადააკეთეს და მნიშვნელოვნად გააფართოვეს.

1866 წელს აქ დაიწყო რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ მიმართული აფხაზთა ანტიკოლონიური აჯანყება, რომლის ჩახშობისას, იმავე წელს სასახლე გადაწვეს. შარვაშიძეების უზარმაზარი სასახლიდან მხოლოდ კედლებიღა დარჩა.

ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია. სასახლე მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, საჭიროებს გადაუდებელ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.

სასახლებს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის  ძეგლის სტატუსი.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 ოქტომბერი, 2026

პრემიერის განცხადებით - დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება

ვრცლად

Item 1

07 ოქტომბერი, 2026

სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის" გლდანის ფილიალში დევნილი მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო აქ...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად