სიახლეები

19 ოქტომბერი, 2022

აილაგა-აბიყუს ეკლესია


გუდაუთიდან 10 კმ-ის მოშორებით, მდებარეობს ადრე შუა საუკუნეების ( VIII-IX ) ქართული ქრისტიანული ტაძარი, რომელიც ცნობილია აილაგა-აბიყუს სახელით.

აილაგა-აბიყუს აფხაზურად დახლართულ კოშკს ნიშნავს. ეს სახელი მოგვიანებით უწოდეს. თავდაპირველი სახელწოდება ჩვენთვის უცნობია. ტაძარი წარმოადგენს ერთდარბაზიან ნაგებობას, რომლის კედლები თითქმის მთლიანად,მთელ სიმაღლეზე არის შემონახული ხუთწახნაგოვანი აფსიდით. ტაძრის შიგნით შეინიშნება ფრესკის ნაკვალევიც. სამხრეთის შესასვლელთან კედელზე ამოკვეთილია ჯვრის გამოსახულება. სამხრეთიდან მიდგმული აქვს წაგრძელებული ტიპის დარბაზი, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში მოთავსებულია ნახევრადწრიული ფორმის საკურთხეველი.

აილაგა-აბიყუს ნანგრევებად ქცეული ეკლესია დღეისათვის სუროთია დაფარული და გარს მცენარეების უხვი საფარი აკრავს. ის უკვე რამდენიმე წელია მოვლა-პატრონობის გარეშეა დარჩენლი.

 

 

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

11 ნოემბერი, 2026

უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს

ვრცლად

Item 1

11 ნოემბერი, 2026

10 000-ლარიანი კომპენსაცია დევნილებისთვის- ინტერვიუ დავით კაიკაციშვილთან

ვრცლად

Item 1

09 ნოემბერი, 2026

ჰამბურგში, ლეგენდარულ ელბფილამონიაში ანსამბლ "შავნაბადას" მეორე კონცერტი გაიმართა

ვრცლად