აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
17 მარტი, 2023
ინალ არძინბა – აფხაზური მხარე მზად არის ჟენევის დისკუსიებისთვის და იმედოვნებს, რომ ის ცალმხრივად ისევ არ გადაიდება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ მზად არიან უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდში მონაწილეობისთვის, რომელიც 4-5 აპრილს დაიგეგმა.
„მომდევნო ტურისთვის ვემზადებით 4-5 აპრილს. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ერთხელ არ მოხდება მათი ცალმხრივად გადატანა და არ იქნება არანაირი ორგანიზაციული და ტექნიკური სირთულეები, მათ შორის ჩვენი თანამშრომლებისთვის და სხვა მონაწილეებისთვის ვიზების აღების კუთხით. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარებაზე“, – განაცხადა მან.
არძინბას თქმით, “აფხაზური მხარე მჭიდრო კოორდინაციაშია კოლეგებთან რუსეთიდან და “სამხრეთ ოსეთიდან””.
21-22 თებერვალს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გადადების შემდეგ ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა უარი ეთქვა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლაზე. მსგავსი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ცხინვალშიც გამოაცხადეს.
მსგავსი სიახლეები
19 სექტემბერი, 2026
თბილისში ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 1600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინა გადაეცა
18 სექტემბერი, 2026
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“
18 სექტემბერი, 2026
ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა