აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
27 მარტი, 2023
ენგურზე საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1200 მოქალაქე დააკავეს
აფხაზური მხარე აქვეყნებს ენგურზე უკანონო გადაკვეთის შემთხვევების 2022 წლის სტატისტიკას. დე ფაქტო უშიშროებისა და რუსეთის ფედერალური სამსახურების ცნობით, აფხაზური კანონმდებლობის შესაბამისად, 2022 წელს 1200 -ზე მეტი კანონდამრღვევი დააკავეს, რაც, ოფიციალური მონაცემების შესაბამისად, დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
აფხაზური მხარის ცნობითვე, 1200 შემთხვევიდან “აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდებით 13 შემთხვევაში სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
აფხაზური მხარის 2021 წლის მონაცემებით, 2021 წელს აფხაზეთში რუსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ენგურზე “აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” ან “საზღვრის კვეთის რეჟიმის დარღვევის” ბრალდებით 5000-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს.
ენგურის გამშვებ პუნქტს აფხაზური მხარე სხვადასხვა საბაბით პერიოდულად კეტავს. შესაბამისად, ჩაკეტილი გამშვები პუნქტის პირობებში, გალის მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, ხშირად უწევთ შემოვლითი და არაუსაფრთხო გზებით ქართულ მხარეს გადმოსვლა, შემდეგ კი უკან დაბრუნება.
მსგავსი სიახლეები
22 ივლისი, 2026
ოპერისა და ბალეტის თეატრში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
22 ივლისი, 2026
მსოფლიოს პატრიარქმა ბართლომეოს I-მა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, სულის მოსა...
22 ივლისი, 2026
თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე გამართული საერთაშორისო ბანაკის მონაწილე დევნილ ახალგაზრდებს მსოფლიო პატ...