სიახლეები

27 მარტი, 2023

ასლან ბჟანიას მრჩევლად რაულ ლოლუა დაინიშნა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას რაულ ლოლუას “ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში” მრჩევლად დანიშვნის შესახებ. ინფორმაცია “პრეზიდენტის” ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ამავე ცნობით, რაულ ლოლუა “მეექვსე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩვენი სახლი აფხაზეთის” ხელმძღვანელია.

“ეხო კავკაზას” თანახმად, გასული წლის ნოემბერში ლოლუამ განაცხადა, რომ “აფხაზეთს სჭირდება სარეზერვო ძალების მომზადება, რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივი წვრთნების ჩატარება” და სამეგრელო – აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, “თავდაცვის ხაზის” აშენება.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

13 ნოემბერი, 2026

მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული "სოხუმის ცხუმი" გახდა

ვრცლად

Item 1

13 ნოემბერი, 2026

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68- ე რაუნდი გაიმართა

ვრცლად

Item 1

11 ნოემბერი, 2026

უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს

ვრცლად