აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
27 ოქტომბერი, 2025
გურამ ოდიშარია დევნილ ახალგაზრდებს წმინდა გიორგის სახელობის ილორის საკვირაო სკოლაში ეწვია
წმინდა გიორგის სახელობის ილორის საკვირაო სკოლის დევნილ ახალგაზრდებს გურამ ოდიშარია ეწვია.
მწერალი მოზარდებს წიგნიერებასა და შემოქმედებით აზროვნებაზე გაესაუბრა.
შეხვედრის მსვლელობისას გურამ ოდიშარიამ განსაკუთრებული სითბოთი გაიხსენა აფხაზეთი. გულწრფელი ნოსტალგიით აღწერა იქ გატარებული დრო, ყოველდღიური ცხოვრების სურნელი, ადამიანები, მეგობრები და ეპიზოდები, რომლებმაც მის შემოქმედებას საფუძველი ჩაუყარა.
ღონისძიების დასასრულს გურამ ოდიშარიამ მოზარდებს საჩუქრად მისივე ხელმოწერით საავტორო წიგნი, „სალამია“ გადასცა.
ღონისძიება აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
მსგავსი სიახლეები
22 ნოემბერი, 2026
გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა
20 ნოემბერი, 2026
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე