სიახლეები

30 მარტი, 2023

ათობით მილიონი რუბლი – სოხუმი მოსკოვს გარდაცვლილთა ნათესავებისთვის გაცემულ პენსიებს უკან დაუბრუნებს


ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთისთვის გარდაცვლილ პენსიონერთა ნათესავების მიერ უკანონოდ მიღებული პენსიებისა და დანამატების უკან დაბრუნება მოუწევს.

დავალიანება ნათესავების მიერ შესაბამის “უწყებებში” გარდაცვალების ფაქტის შეუტყობინებლობის გამო წარმოიშვა.

შესაბამისი ოქმის რატიფიცირება რუსეთის ფედერაციის საბჭომ მოახდინა.

საუბარია სულ 24,3 მილიონ რუსულ რუბლზე (დაახლოებით, 806 ათასი ლარი), რაც 2015 წლიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით დაგროვდა. აქედან, ზედმეტად გაცემული პენსიის ოდენობა 19,6 მილიონზე მეტია, ხოლო დანამატის სახით გაცემული თანხა – 4,7 მილიონზე მეტი.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

11 სექტემბერი, 2026

თამარ კობერიძის წიგნის, „აფხაზეთი, ლიტერატურულ-ისტორიული პარადიგმები“, პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

10 სექტემბერი, 2026

13 სექტემბერს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ვრცლად

Item 1

08 სექტემბერი, 2026

აფხაზეთის ა.რ უმაღლესმა საბჭომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობა განაახლა.

ვრცლად