აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
17 ოქტომბერი, 2025
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები. ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდაზე.
მხარეებმა ასევე სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.
მსგავსი სიახლეები
11 მაისი, 2026
გიორგი ჯინჭარაძე მეუფე შიოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ეხმაურება: „გვწამს, რომ თქვენი...
07 მაისი, 2026
აფხაზეთის ა.რ. უმაღლეს საბჭოში ნინო მირცხულავას ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული“ პრეზენტაცია გაიმართა