აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
05 ოქტომბერი, 2025
ვიქტორ სანეევის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმში ვიქტორ სანეევის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმი „სოხუმი-თბილისი-სიდნეი“, რომელიც ლეგენდარული მძლეოსნის ცხოვრების გზას ასახავს.
ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა გაიხსენეს ვიქტორ სანეევის მიერ განვლილი სპორტული გზა და ისაუბრეს ლეგენდარული მძლეოსნის მიღწევების მნიშვნელობაზე.
ვიქტორ სანეევის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ვაკეში, მისი საცხოვრებელი სახლის წინ მემორიალური დაფა გაიხსნა.
მსგავსი სიახლეები
22 ნოემბერი, 2026
გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა
20 ნოემბერი, 2026
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე