სიახლეები

04 ოქტომბერი, 2025

გიორგი ჯინჭარაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

➡️მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მან ხმა საქართველოს ღირსეული მომავლის, სტაბილური განვითარების და ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების სასარგებლოდ მისცა.

➡️„მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ ხმა მივეცი საქართველოს ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, განვითარებასა და მშვიდობას. ეს არის არჩევანი არა მხოლოდ პოლიტიკურ გუნდზე, ეს არის იმ ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს ჩვენს კულტურას, ტრადიციებსა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები გამოიჩენენ პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას, მივლენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირებენ იმ გზას, რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის ერთიანობამდე. ჩვენი ხმა არის პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე, მომავალი კი მშვიდობისა და ერთიანობისკენ გზას ნიშნავს" - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

➡️საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად