სიახლეები

31 მარტი, 2023

ოკუპირებულ აფხაზეთში პენსიონერების ხელახალი რეგისტრაცია დაიწყეს


ოკუპირებულ აფხაზეთში პენსიონერების ხელახალი რეგისტრაცია დაიწყეს. პროცესი 1-ელ ივნისამდე გაგრძელდება.

ამის შესახებ ე.წ. სოციალური დაცვის მინისტრმა, რუსლან აჟბამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რეგისტრაცია უკვე 22 178 პენსიონერმა გაიარა, რაც საერთო რაოდენობის 44,7%-ია.

ე.წ. რესპუბლიკაში სულ 49 573 პენსიონერი ცხოვრობს.

აჟბას თქმით, პენსიონერებს, რომლებიც რეგისტრაციას ვადის ამოწურვამდე არ გაივლიან, უკვე 1-ელი ივნისიდან თანხის გაცემას შეუწყვეტენ.

რას უკავშირდება პენსიონერების ხელახალი რეგისტრაცია – დაზუსტებული არ არის, თუმცა, 30 მარტს გახდა ცნობილი, რომ ე.წ. რესპუბლიკამ რუსეთს 24,3 მილიონი რუბლი უნდა დაუბრუნოს.

ეს ის თანხაა, რომელიც გარდაცვლილი პენსიონერების ნათესავებს უკანონოდ ერიცხებოდათ. გარდაცვლილთა ნათესავები შესაბამის განაცხადს “უწყებაში“ დროულად არ აკეთებდნენ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

11 სექტემბერი, 2026

თამარ კობერიძის წიგნის, „აფხაზეთი, ლიტერატურულ-ისტორიული პარადიგმები“, პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

10 სექტემბერი, 2026

13 სექტემბერს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ვრცლად

Item 1

08 სექტემბერი, 2026

აფხაზეთის ა.რ უმაღლესმა საბჭომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობა განაახლა.

ვრცლად