სიახლეები

25 სექტემბერი, 2025

დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება


➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობა აქტიურად აგრძელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მოსახლეობასთან შეხვედრებს. მინისტრთა კაბინეტის წევრები ადგილზე ეცნობიან დევნილთა პრობლემებს და ახდენენ არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებას.

➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იძულებით გადაადგილებულ პირთა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრებთან ერთად თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში რამდენიმე ობიექტზე იმყოფებოდა. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ლაბუჩიძე.

➡️მოსახლეობასთან შეხვედრები შედგა დიდუბის რაიონშიც, სადაც კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე განათლებისა და კულტურის მინისტრები შეხვდნენ, რომლებმაც მოსახლეობის საჭიროებები დეტალურად მოისმინეს. შეხვედრაზე იმყოფებოდა დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჩხარტიშვილი.

➡️დედაქალაქის გარდა დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა რეგიონებშიც. აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ქალაქ ქუთაისის მერობის კანდიდატთან, დავით ერემეიშვილთან ერთად ქუთაისში განსახლებულ დევნილებს შეხვდა. გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებთა პრობლემებს და მათთან ერთად განიხილა  მოგვარების შესაძლო გზები.

➡️ფინანსთა და ეკომომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე დევნილთა ახალი ჩასახლების ტერიტორიაზე გამწვანების აქციაც გამართეს.

➡️როგორც აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები აღნიშნავენ, თითოეული პრობლემასა და საკითხს, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრებზე იკვეთება,  სამუშაო ფორმატში განიხილავენ და ეტაპობრივად რეაგირებას მოახდენენ.

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

11 მაისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე მეუფე შიოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ეხმაურება: „გვწამს, რომ თქვენი...

ვრცლად

Item 1

09 მაისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა

ვრცლად

Item 1

07 მაისი, 2026

აფხაზეთის ა.რ. უმაღლეს საბჭოში ნინო მირცხულავას ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული“ პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად