სიახლეები

23 სექტემბერი, 2025

პროექტი "აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა" განხორციელდა


➡️ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ განხორციელდა.

 

➡️პროექტის ფარგლებში მონაწილეები სახელოვნებო, სპორტულ და თერაპიულ აქტივობებში ჩართვნენ. ასევე მიიღეს ინფორმაცია, ფსიქოლოგიური ტრავმების, კრიზისული მდგომარეობებისა და ფსიქოსოციალური გამოწვევების დაძლევის შესახებ.

 

➡️დახურვის ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებთან ერთად იმყოფებოდა.

 

➡️შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

 

➡️ხუთდღიანი პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად