სიახლეები

22 სექტემბერი, 2025

ზუგდიდში ქართულ-აფხაზური ფესტივალი "ხიდი 2025"-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა


➡️ზუგდიდში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალი, „ხიდი 2025“ -ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა და გაღრმავება იყო.

➡️პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

➡️მოწვეულმა პოეტებმა წაიკითხეს ლექსები, სკოლის მოსწავლეებმა კი საღამო სიმღერებით და ქართული ტრადიციული ცეკვებით გააფორმეს.

➡️დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ესწრებოდნენ.

➡️ხუთდღიანი ფესტივალი აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად