სიახლეები

19 სექტემბერი, 2025

„ენგურჰესი ჩვენი ენერგეტიკის გულია - ამ გულის ნაწილი აფხაზეთში მდებარეობს“ - ენერგეტიკოსის დღე


➡️საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ენგურჰესის მნიშვნელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. აღინიშნა, რომ ენგურჰესის გული ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარეობს.

 

➡️„ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ხოლო ენგურჰესი ჩვენი ენერგეტიკის გულია - ამ გულის ნაწილი აფხაზეთში მდებარეობს და წლების განმავლობაში ჩვენს ოკუპირებულ მიწასთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებდა. მომავალშიც ენგურჰესი შეასრულებს უმთავრეს როლს ყველა სხვა ჩატეხილი ხიდის გამთლიანების საქმეში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

➡️შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე გაიმართა.  

 

➡️ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ენერგეტიკის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

 

➡️ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ესწრებოდა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად