სიახლეები

17 სექტემბერი, 2025

დევნილი მოსახლეობის პრობლემების ადგილზე შესწავლა გრძელდება


➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სენაკში, წმინდა ნინოსა და სანაიას ქუჩებზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა.

➡️შეხვედრას ასევე ესწრებოდა სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია. მათ დეტალურად მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და საჭიროებები.

➡️გიორგი ჯინჭარაძემ და ვახტანგ გადელიამ დევნილებთან ისაუბრეს იმ სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთის მთავრობისა და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

➡️ამასთან, უკვე დაწყებულია კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რამდენიმე კომპაქტურ ჩასახლებაში, რომლებიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

➡️მსგავსი შეხვედრების მიზანია დევნილი მოსახლეობის პრობლემების ადგილზე შესწავლა და მათი ეტაპობრივად გადაჭრის გზების დასახვა.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად