სიახლეები

16 სექტემბერი, 2025

აფხაზეთის მთავრობის წევრები ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ


➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით აფხაზეთის მთავრობის წევრები საქართველოს მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ შეხვედრებს აფხაზეთიდან დევნილ მოსახელობასთან.

➡️ამჯერად შეხვედრა ხობის რაიონ სოფელ ნოჯიხევში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში გაიმართა, სადაც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი და აფხაზეთის იუსტიციისა და სამოაქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, ხობის მერობის კანდიდატთან დავით ბუკიასთან ერთად იმყოფებოდნენ.

➡️აღნიშნულ ჩასახლებაში აფხაზეთის დევნილთა სამინისტროსა და ადგილობრივი მერიის მხარდაჭერით წყლის სისტემებისა და შენობების გადახურვების სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

➡️შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ ჩასახლებაში არსებულ პრობლემებს, როგორც ინფრასტრუქტურული მიმართულებით ასევე სოციალური კუთხით. სამომავლოდ აღნიშნულ ჩასახლებაში სადარბაზოებისა და შიდა სივრცეების რეაბილიტაცია იგეგმება.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად