სიახლეები

15 სექტემბერი, 2025

ზუგდიდში საპატიო ზუგდიდელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა


➡️ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში,ზუგდიდის საპატიო მოქალაქეებისა და საპატიო ზუგდიდელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.  

➡️ქალაქისთვის  განსაკუთრებული ღვაწლისთვის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10 ადამიანი დაჯილდოვდა, მათ შორის ორი აფხაზეთიდან დევნილი გური ოტობაია და თენგიზ ხარებავა.

➡️დაჯილდოების ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე  ესწრებოდა.

➡️როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა ზუგდიდელებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა დევნილი საზოგადოების მიმართ და სწორედ ასეთი მაგალითები აძლიერებს ქვეყნის ერთობას.

➡️დაჯილდოების ცერემონიალს ოვაციების გარეშე არ ჩაუვლია. განსაკუთრებულ აპლოდისმენტები  ზუგდიდელი მეეზოვის, ვალერი ბარაბაშის საპატიო ზუგდიდელის ნომინირებაზე წარდგენას მოჰყვა. ვალერი ბარაბაში უკვე 40 წელია ერთგულად ემსახურება ქალაქს და ზუგდიდის სისუფთავზე ზრუნავს. მისი წარდგენა ჯილდოზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის დავით კოდუას ინიციატივა იყო.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად