სიახლეები

05 აპრილი, 2023

რუსეთში აფხაზეთის ელჩი ალხას კვიცინია 5 აპრილს რწმუნებათა სიგელს გადასცემს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს


რუსეთში “აფხაზეთის ელჩი” ალხას კვიცინია 5 აპრილს რწმუნებათა სიგელს გადასცემს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. მისი განცხადებით, ის კრემლშია მიწვეული რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე.

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრეს – მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უცხოელი დიპლომატების მიერ რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონია მიმდინარე კვირაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 17-18 ახალი ელჩი მიიღებს.

გამოცემის ცნობით,  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ბრძანებულებით, “აფხაზეთის ელჩს რუსეთში” ალხას კვიცინიას მიენიჭა “საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური წოდება”.

პარტია “ამცახარას” ყოფილი ლიდერი ალხას კვიცინია რუსეთში “აფხაზეთის ელჩად” 2022 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე “მოსკოვში აფხაზეთის ელჩი” იგორ ახბა იყო. 2021 წლის დეკემბერში ის ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში “აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს” სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

11 სექტემბერი, 2026

თამარ კობერიძის წიგნის, „აფხაზეთი, ლიტერატურულ-ისტორიული პარადიგმები“, პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

10 სექტემბერი, 2026

13 სექტემბერს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ვრცლად

Item 1

08 სექტემბერი, 2026

აფხაზეთის ა.რ უმაღლესმა საბჭომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობა განაახლა.

ვრცლად