სიახლეები

14 სექტემბერი, 2025

აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის საჯარო სკოლების მონიტორინგს აგრძელებს


➡️აფხაზეთის საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გასაცნობად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

➡️მინისტრმა შეხვედრა სკოლის დირექტორთან და პედაგოგებთან გამართა და პერსონალთან ერთად განიხილეს სკოლაში არსებული გამოწვევები.

➡️აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აქტიურად ეცნობა აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებულ მდგომარეობას, რაც მიზნად ისახავს საჭიროებების იდენტიფიცირებას და პრობლემების დროულ გადაწყვეტას, რათა სკოლებმა სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარმართონ.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად