სიახლეები

13 სექტემბერი, 2025

ანაკლიაში დევნილი ახალგაზრდებისთვის შემეცნებითი ტური დასრულდა


➡️ანაკლიაში შემეცნებითი ტურის დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო.

➡️დახურვის ღონისძიებაზე დევნილმა ახალგაზრდებმა თავიანთი იდეები, სამომავლო ხედვები და პროექტები წარმოადგინეს. სამდღიანი ბანაკი სხვადასხვა სახის თეორიულ სემინარებსა და პრაქტიკულ აქტივობებს მოიცავდა, რომელიც მიმართული იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ.

➡️ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. მან ბანაკის მონაწილე ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად