სიახლეები

12 სექტემბერი, 2025

პროექტი ,,სამართლის კვირეული“ დაიწყო


➡️იუსტიციის სახლში პროექტ ,,სამართლის კვირეული“-ს გახსნის ღონისძიება გაიმართა.

 

➡️პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები 5 დღის განმავლობაში ქ.თელავში გაივლიან ტრენინგებს. მიიღებენ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებების მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი სერვისების შესახებ. აიმაღლებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: მეტყველების ხელოვნება და პრეზენტაციული უნარები, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის მომზადება.

 

➡️მონაწილე ახალგაზრდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა მიმართეს, რომლებმაც ახალგაზრდებთან სამართლებრივ საკითხებსა და მიმდინარე სერვისების შესახებ ისაუბრეს.

 

➡️ღონისძიების ბოლოს პროექტის მონაწილეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი და მომსახურების სხვა სივრცეები დაათვალიერეს.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად