აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
11 სექტემბერი, 2025
ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ელენე გუჯეჯიანის ნარკვევების კრებულის „მდუმარე ფრონტი“ პრეზენტაცია გაიმართა
„მდუმარე ფრონტი“- ასე ჰქვია ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ელენე გუჯეჯიანის ნარკვევების კრებულს, რომლის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი 13 ქალის ტრაგიკულ, რეალურ ისტორიაზე მოგვითხრობს, რომლის თითოეული გმირი განსაკუთრებულ ტკივილს ატარებს; ომის, დანაკარგის, იძულებით გადაადგილების.
ორენოვანი კრებულის გამოცემის იდეის ავტორი საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „გულანის“ პრეზიდენტი ნაირა მარშანიაა.
ღონისძიება "გულანისა" და ორგანიზაცია "თანამედროვე ქალი გაძლიერებისთვის" კოლაბორაციით გაიმართა.
საღამოს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
22 ნოემბერი, 2026
გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა
20 ნოემბერი, 2026
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე