სიახლეები

10 სექტემბერი, 2025

აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში 2025 წლის საშემოდგომო სესია გაიხსნა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობა განაახალა.

 

➡️სესია, რომელსაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები ესწრებოდნენ ტრადიციულად საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

 

➡️აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ვრცელ მოხსენებაში დეტალურად ისაუბრა 2025 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდში გაწეულ მუშაობასა და დასახულ გეგმებზე, მიმოიხილა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება.

 

➡️შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი სტატუსი.

 

➡️როგორც ჯემალ გამახარიამ სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა მყარი მშვიდობა და მაქსიმალურად სწრაფი ეკონომიკური განვითარება არის ქვეყნის გამთლიანების უმოკლესი და უსაფრთხო გზა, რომელზეც საქართველოს მთავრობა მყარად დგას და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოც ამ ერთადერთი სწორი გზით სიარულს აგრძელებს.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად