სიახლეები

04 სექტემბერი, 2025

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს


➡️სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „BIKEN FEST“-ში მიიღებს მონაწილეობას.

➡️ფესტივალი ყაზახეთის ქალაქ თალდიყორღანში გაიმართება და მოზარდ მაყურებელთა თეატრი 16 სექტემბერს მაყურებლის წინაშე სპექტაკლ "რომეო და ჯულიეტა“-თი წარსდგება.

➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, სპექტაკლის რეპეტიციას დაესწრო.

➡️მთავრობის თავმჯდომარემ დასის წევრებს ფესტივალზე წარმატება უსურვა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის საქმეში სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

➡️თეატრი საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობს.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად