სიახლეები

25 აგვისტო, 2025

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სენაკში, დევნილთა დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა


➡️სენაკში, დევნილთა  კომპაქტურ ჩასახლებაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების საჭიროებებს.

 

➡️შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებზე.

 

➡️მთავრობის წარმომადგენლების თქმით, დევნილთა საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე შესაბამისი რეაგირება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

 

➡️გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებელი პირობებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.

 

➡️„დევნილთა საცხოვრებელი პირობების და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ვმუშაობთ ისეთი პოლიტიკის შემუშავებაზე, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული თითოეულ ოჯახზე. ამ პროცესში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რაც საშუალებას მოგვცემს დევნილებს შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ახალგაზრდებს კი მივცეთ განვითარების და უკეთესი მომავლის შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად