აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
11 აგვისტო, 2025
აფხაზეთელმა აფროსნებმა ბათუმის რეგატაში მიიღეს მონაწილეობა
აჭარაში აბესალომ რამიშვილის სახელობის რეგატა გაიხსნა.
ბათუმის შიდა პირველობა ნავებით შეჯიბრში მეორედ ტარდება და მასში მონაწილეობა ბათუმის აფროსნობის კლუბის აღსაზრდელებმა მიიღეს.
ორდღიანი რეგატა სამ კლასში: „ოპტიმისტში“’ „ლაზერსა“ და „ფინში“ ჩატარდა.
ასპარეზობაში ასევე ჩაერთვნენ სოხუმის აფროსანთა კლუბ „ცხუმის“ სპორტსმენები, რომელთა საგულშემატკივროდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და უმაღლესი საბჭოსა წარმომადგენლები ჩავიდნენ და კლუბის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
მსგავსი სიახლეები
11 მაისი, 2026
გიორგი ჯინჭარაძე მეუფე შიოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ეხმაურება: „გვწამს, რომ თქვენი...
07 მაისი, 2026
აფხაზეთის ა.რ. უმაღლეს საბჭოში ნინო მირცხულავას ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული“ პრეზენტაცია გაიმართა