სიახლეები

08 აგვისტო, 2025

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან - 17 წელი გავიდა


➡️საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენიდან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან - 17 წელი გავიდა.

➡️მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირების ხსოვნას პატივი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან და პარლამენტის დეპუტატებთან ერთად მიაგეს.

➡️მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან იმყოფებოდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს თავმჯომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

➡️როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის სწორი, თანმიმდევრული  სამშვიდობო პოლიტიკით საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი. 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად