სიახლეები

21 ივლისი, 2025

გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გაცნობის მიზნით ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

 

➡️მთავრობის თავმჯდომარე დასახლებაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო და მოსახლეობას პრობლემური საკითხების დეტალურად შესწავლასა და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში დროულ რეაგირებას დაჰპირდა.

 

➡️მთავრობის თავმჯდომარე ლაღიძის ქუჩაზე მდებარე ჩასახლებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

 

➡️შეხვედრას აფახეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა. 

 

➡️„ზუგდიდში შევხვდით ჩვენ დევნილებს, სადაც მოვისმინეთ მათი პრობლემები, საჭიროებები და არსებული გამოწვევები. აფხაზეთის მთავრობა მოახდენს აღნიშნული სიტუაციის შესწავლას და საკითხებზე შესაბამის და დროულ რეაგირებას განახორციელებს.
 
➡️სამომავლოდ ვეცდებით თითოეულ კომპაქტურ ჩასახლებაში მივიდეთ და შევხვდეთ ჩვენ დევნილებს, მოვისმინოთ მათი საჭიროებები და ვეცადოთ ყველა ძირითადი პრობლემის გადაჭრას, რადგან დევნილებზე ზრუნვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენთვის“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

11 მაისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე მეუფე შიოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ეხმაურება: „გვწამს, რომ თქვენი...

ვრცლად

Item 1

09 მაისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა

ვრცლად

Item 1

07 მაისი, 2026

აფხაზეთის ა.რ. უმაღლეს საბჭოში ნინო მირცხულავას ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული“ პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად