სიახლეები

21 ივლისი, 2025

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილთა პოლიკლინიკას ესტუმრა


➡აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკას ეწვია და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.

➡მთავრობის თავმჯდომარემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალისგან საჭიროებები მოისმინა.

➡შეხვედრის ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძემ ექიმებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი გიორგი ჟღენტი წარუდგინა, რომელმაც დაგეგმილ სიახლეებსა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ხედვებზე ისაუბრა.

➡მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო დაწესებულების პერსონალს მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად