სიახლეები

05 ივლისი, 2025

კამანში მომხდარი ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა


➡️კამანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა.

 

➡️ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან, აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

➡️ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ კამანში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

➡️1993 წლის 5 ივლისს აფხაზეთის რაზმებმა, რომელთა შემადგენლობაშიც რუსი ბოევიკები და კაზაკები შედიოდნენ სოფელ კამანზე შეტევა განახორციელეს. მიუხედავად ადგილობრივი მცველების გმირული წინააღმდეგობისა, სოფლის დაცვა ვერ მოხერხდა და მტერმა სოფელი მთლიანად დაიკავა. დაკავებას მალევე მოჰყვა სამოქალაქო მოსახლეობის მასიური წამება. დახვრიტეს ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ–მონაზონი მამა ანდრია და ამ ტაძრის მშენებელი, აფხაზი იური ანუა, რომელიც ტაძრიდან გაიყვანეს, უძველეს სიწმიდესთან – წმ. ვასილისკოს წყაროსთან სასტიკი წამებით მოკლეს.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

11 მაისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე მეუფე შიოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ეხმაურება: „გვწამს, რომ თქვენი...

ვრცლად

Item 1

09 მაისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა

ვრცლად

Item 1

07 მაისი, 2026

აფხაზეთის ა.რ. უმაღლეს საბჭოში ნინო მირცხულავას ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული“ პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად