სიახლეები

30 ივნისი, 2025

აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანები დააჯილდოვეს


➡️აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანები დააჯილდოვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში.

 

➡️შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დევნილ ხელოვანებს მადლობა გადაუხადა და ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

 

➡️ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ: ანსამბლ „შავნაბადას“ პირველი გუნდის წევრი, მომღერალი კონსტანტინე ამაშუკელი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „აფხაზეთის“ მუსიკოსი ივანე ტაბატაძე, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერი ირინე სიმონიანი და აფხაზეთის ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობის ქორეოგრაფი სერგო გეგეჭკორი.

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად