აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
26 ივნისი, 2025
ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი დევნილი კურსდამთავრებულები " წარმატებულის სიგელით" დააჯილდოვეს
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი 56 მოსწავლე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს „წარმატებულის სიგელით“ დააჯილდოვეს.
დაჯილდოების ცერემონიაზე საჯარო სკოლებს „მადლობის სიგელი“, პედაგოგებს კი „საპატიო სიგელები’’ გადაეცათ.
ჯემალ გამახარიამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ის დიდი წარმატება იულოცეს, რისი მიღწევაც ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი და მომავლშიც წარმატებები უსურვეს.
ღონისძიებაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მანტიებით შემოსა.
კურსდამთავრებულებთან შეხვედრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი , აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
11 მაისი, 2026
გიორგი ჯინჭარაძე მეუფე შიოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ეხმაურება: „გვწამს, რომ თქვენი...
07 მაისი, 2026
აფხაზეთის ა.რ. უმაღლეს საბჭოში ნინო მირცხულავას ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული“ პრეზენტაცია გაიმართა