სიახლეები

20 ივნისი, 2025

"ჩვენ გვაქვს ვალდებულება ვიდგეთ თითოეული დევნილის გვერდით, სანამ საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნება არ გახდება შესაძლებელი" - გიორგი ჯინჭარაძე


➡აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში, ფაიფურისა და კომბინატის დასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

 

➡მთავრობის თავმჯდომარემ დევნილთა განსახლების ადგილები მოინახულა და მოსახლეობას გაესაუბრა, ასევე პირადად გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ საცხოვრებელ პირობებსა და უმთავრეს საჭიროებებს.

 

➡გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რათა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და აფხაზეთში, საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ.

 

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად