სიახლეები

13 ივნისი, 2025

გიორგი ჯინჭარაძემ სტუდენტებს ალექსანდრე შერვაშიძის ნამუშევრების გამოფენაზე უმასპინძლა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ეროვნულ გალერეაში, ალექსანდრე შერვაშიძის ნამუშევრების გამოფენაზე უმასპინძლა.

➡️სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული აფხაზური ცენტრის „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მშვიდობის ცენტრის“ სტუდენტები საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ შერვაშიძეების საგვარეულოს სამი გამორჩეული წარმომადგენლის ცხოვრებას, შემოქმედებასა და უნიკალურ მემკვიდრეობას გაეცნენ.

➡️ასევე სტუდენტებს სიტყვით მიმართეს გიორგი ვოლსკიმ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა. გამოფენას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იძულებით გადადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია,სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე და სტუდენტები ესწრებოდნენ. 


 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად