სიახლეები

12 ივნისი, 2025

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა.

➡️შეხვედრის მონაწილეებთან გიორგი ჯინჭარაძემ სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობისთვის დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი პოტენციალის სრულყოფილად რეალიზება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

➡️შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებისგან წამოსული ინიციატივები, იდეები და ხედვები მოისმინა.

➡️ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი მონაწილეობდნენ.

➡️აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გაიმართა და მისი მიზანი ახალგაზრდების საჭიროებების მოსმენა, იდეების გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა იყო.

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად