სიახლეები

12 ივნისი, 2025

სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის 95 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა


➡️თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბზში, სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საიუბილეო საღამო გაიმართა.

 

➡️სასწავლებელი სოხუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა და თავისი არსებობის 95 წელს ითვლის.

 

➡️საიუბილეო კონცერტში მონაწილეობდნენ სასწავლებლის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, პედაგოგები, ფოლკლორული ანსამბლი „დიოსკურია“ და კამერული ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.

 

➡️სასწავლებლის მოსწავლეებმა შეასრულეს საგუნდო ნაწარმოებები და ცნობილი კომპოზიტორების მუსიკალური კომპოზიციები.

 

➡️საიუბილეო კონცერტი საქართველოს კულტურისა სამინისტროსა და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ხალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მახარდაჭერით გაიმართა. საღამოს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად