სიახლეები

11 ივნისი, 2025

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოსტი გიორგი ჯინჭარაძემ დაიკავა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს.

➡️გიორგი ჯინჭარაძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადა.

➡️მთავრობის ახლად არჩეულმა მეთაურმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს სამოქმედო გეგმა წარუდგინა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

➡️გიორგი ჯინჭარაძე 1992 წელს აფხაზეთში ქალაქ გაგრაში დაიბადა. წლების განმავლობაში საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა.

➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეობამდე იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის პოზიციას.

➡️გიორგი ჯინჭარაძეს აფხაზეთის ა/რ მთავრობაში მუშაობის მრავალ წლიანი გამოცდილებაც აქვს. მას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის ასევე განათლებისა და კუტურის სამინისტროებში მინისტრის მოადგილის თანამდებობები ეკავა.

➡️აღსანიშნავი ფაქტია, რომ გიორგი ჯინჭარაძის მამა - მიხეილ ჯინჭარაძე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახლდათ, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტში გმირულად დაიღუპა და დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად