სიახლეები

11 ივნისი, 2025

ღუდუშაურის კლინიკის "მშობელთა სკოლაში" ორსული ბენეფიციარები უფასოდ ჩაერთვებიან


➡️აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ორსულებს ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში პირველი კონსულტაცია უფასოდ გაეწევათ.

 

 

➡️ბენეფიციარები ასევე უფასოდ ჩაერთვებიან "მშობელთა სკოლაში".

 

➡️აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 

 

➡️მშობელთა სკოლის პროფესიონალი ტრენერები მომავალ დედებს უწევენ ემოციურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ორსულობის პერიოდში, მშობიარობისას და ბავშვის დაბადების შემდგომაც.

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად